ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ცერემონიალის გამართვის წესი იცვლება

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ინაუგურაციის მოსამზადებლად სპეციალური კომისია უკვე შეიქმნა, რომელსაც კახა კახიშვილი ხელმძღვანელობს. კომისიის პირველი სხდომა პრემიერის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის ხელისუფლებას კანონის შეცვლა მოუწევს, რადგან არსებული კანონის მიხედვით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ადგილად პარლამენტის შენობის ეზოა მითითებული.

„ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჰქონდა კონსულტაციები ქვეყნის პირველ პირებთან და კონსულტაციების შედეგად მათ გადაწყვიტეს,რომ ინაუგურაციის ადგილი იქნება თელავი. 2001 წლის ბრძანებულება პრეზიდენტის დღეს უკვე აღარ არის ჰარმონიაში მოქმედ კანონმდებლობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციაში მუშავდება ინაუგურაციის ჩატარების წესი.

იქ წერია,რომ ინაუგურაცია იმართება რუსთაველზე მდებარე პარლამენტის შენობაში, ამასობაში კონსტიტუციის შესაბამისად, პარლამენტი არის ქუთაისში, თუ ავიღებთ ახალ კონსტიტუციას ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ.

ამავდროულად იქ წერია, რომ პრეზიდენტის ფლიგელში ახლად არჩეულ პრეზიდენტს ხვდება სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ერთი 20 წელია აღარ არსებობს. არის შეუსაბამობები, ამიტომ ამას ვეღარ მივყვებით, ამიტომ შევიმუშავებთ წესს, რომელიც განსაზღვრავს ინაუგურაციის ჩატარებას,“-ამბობს კახიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეხმაურება
შემდეგი სტატიამხატვარი თამარ ფოცხიშვილი – საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისას შესაძლოა, პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთ