“პასუხისმგებლობას ვერ გაექცევით, თქვენ, ვინც პატრიარქის სახელის უკან იმალებით და გსურთ თქვენი გადაწყვეტილების სიმძიმე მას დააკისროთ. თუმცა მართალი სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობა არ გამოგივათ. საქართველოს ეკლესიამ ასეთს და მეტსაც გაუძლო და კიდევ გაუძლებს! ჩემი პატივისცემა და სოლიდარობა მამა დოროთე ყურაშვილს!”-წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმაურება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გაავრცელა განცხადება და დაწერა: “არქიმანდრიტი დოროთე გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად”
დღეს საქართველოს საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის საკითხზე იმსჯელეს. სხდომას თავად არქიმანდრიტი არ დაესწრო, რადგან საპატრიარქომ მას შეკრებაზე მედიის შეყვანის უფლება არ მისცა


















