ზურაბიშვილი – ვულოცავ კიევის დღეს დედაქალაქის მოსახლეობას, რომლის საუკუნოვანი გამძლეობა განაგრძობს იმედის გაღვივებას და სამაგალითოდ რჩება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიევის მოსახლეობას დედაქალაქის დღეს ულოცავს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„გილოცავთ კიევის დღეს! 1 540 წლის ლამაზი, ევროპული ქალაქი, რომლის მომავალიც ისეთივე ნათელი და გმირულია, როგორც მისი ისტორია. ვულოცავ კიევის მოსახლეობას, რომლის საუკუნოვანი გამძლეობა განაგრძობს იმედის გაღვივებას და სამაგალითოდ რჩება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, 29 მაისს უკრაინაში კიევის დღე აღინიშნება. კიევის დღე პირველად 1982 წელს, ქალაქის 1 500 წლის იუბილეზე აღინიშნა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე სკანდალურ ვიდეოზე – „შენ ეზოში ძროხა არ შემოსულა?!“
შემდეგი სტატიაბრიტანეთში რუსეთის ელჩი ამბობს, რომ ბუჩაში ომის დანაშაულებზე ბრალდებები “ფაბრიკაციაა”