ზურაბიშვილი – ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს – ყველა კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს

პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის ვეტოს დაადებს შემდეგი 6 თვის განმავლობაში ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

„მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის არ ვარდა ვეტოს გამოყენება და მერე დაძლევა, მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად არაფერს, მაგრამ ამას ვიყენებ და ყოველ კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს – ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი. არ შეიძლება ამ დღეებში მიღებული იყოს კანონი, რომელიც ავიწროვებს ადამიანის უფლებებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე სტატუსზე – ხომ ვიცით, არ გვაძლევენ იმიტომ, რომ საქართველო სანქციებში და ომში არ ჩაერთო – გვეუბნებიან, გეოგრაფიული მდგომარეობა არ გვაკმაყოფილებსო, თურმე „გლახა“ ადგილზე ვცხოვრობთ
შემდეგი სტატიაპრემიერი ტრიბუნიდან ამ სიტყვებს იყენებდა: ნუ ყვირით, წყნარად იყავი მანდ! არაფრის მაქნისი ხარ! საცოდავი ადამიანი ხარ! მანიაკების მხარდამჭერი! არარაობა ხარ! დაწყნარდი, წამალი დალიეთ! მოდი და გამოექანე! – კორძაია