ზურაბიშვილი: ვგმობ კობახიძის უკადრის საქციელს – ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტისადმი შეურაცხყოფას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის “უკადრის” საქციელს გმობს.

“კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. “ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!” ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს”- წერს ზურაბიშვილი.

მმართველი გუნდი ჟურნალისტებზე თავდასხმას აგრძელებს. ამჯერად, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავარი არხის შეკითხვამ გააღიზიანა. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა დავით არახამიას გუშინდელი განცხადება იმაზე, რომ “კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”, რაზეც კობახიძემ ჯერ არახამიას უწოდა არაკაცი, შემდეგ კი ჟურნალისტს – “გულისამრევი” და “სამარცხვინო”.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – დაბეჯითებით ვურჩევ ყველა ოჯახის ექიმს, ყველა კოვიდკლინიკას და კოვიდპაციენტებს, სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ და „რემდესივირი“
შემდეგი სტატიაქარტია გმობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას | განცხადება