,,ზურაბიშვილი ვერ გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ის საქართველოს მოსახლეობას არ აურჩევია”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 29, 2018 15:19

,,ზურაბიშვილი ვერ გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ის საქართველოს მოსახლეობას არ აურჩევია”

მნიშვნელოვანი

  • საპრეზიდენტო არჩევების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან შესახვედრად ემზადება. გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური პარტიები კონსულტაციებს მართავენ.

სხვა სტატიები

საპრეზიდენტო არჩევების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებთან შესახვედრად ემზადება. გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური პარტიები კონსულტაციებს მართავენ.

“საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ქუჩაში საპროტესტო აქციების გამართვის განწყობა საზოგადოებაში არ არის. სამნიძის თქმით, ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა გრიგოლ ვაშაძეს და აუცილებელია, რომ მსჯელობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება გაერთიანებულმა ოპოზიციამ.

“საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდება, რადგან მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მას მხარი არ დაუჭირა.

„სალომე ზურაბიშვილი ვერ გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ის საქართველოს მოსახლეობას არ აურჩევია. შესაბამისი იქნება ჩვენი მოქმედებაც, ჩვენ არ ვცნობთ მას როგორც საქართველოს პრეზიდენტს, იმიტომ, რომ მას არ სცნობს საქართველოს პრეზიდენტად მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. ქმედებებიც იქნება შესაბამისი, როგორც ქართველი ხალხი მოიქცევა, ჩვენ ვალდებული ვართ, ავუწყოთ მათ გეგმებს, განწყობებს მხარი,“ – განაცხადა ქარდავამ.

„საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საბოლოო გადაწყვეტილებას მოსახლეობასთან დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების ლიდერები ამომრჩევლებს და აქტივისტებს დღეს საღამოს 18:00 საათზე ფილარმონიაში ელოდებიან.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 29, 2018 15:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics