ზურაბიშვილი უკვე ახერხებს საქართველოს ინტერესების დაზიანებას საკუთარი განცხადებებით

ქალბატონი ზურაბიშვილი უკვე ახერხებს საქართველოს ინტერესების დაზიანებას საკუთარი განცხადებებით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ თურქულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების კომენტირებისას განაცხადა. თურქული პრესა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაზე წერს.

დავით ბაქრაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს ზიანი იქნება განუზომლად უფრო მეტი. „ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა, არ დავუშვათ ამ ადამიანის გაპრეზიდენტება და არ მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი გააზრებული, თუ გაუაზრებელი განცხადებებით დააზიანოს და საფრთხის ქვეშ დააყენოს ჩვენი მომავალი“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეის მდგომარეობით არამედ არანაირი შესაძლო მტკიცებულება საქმეში არ გვაქვს
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან ციტრუსების გატანაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა გარკვეული პირობით