ზურაბიშვილი: წავიდეთ და ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო და ეს არის კოალიციური მთავრობა და ამისთვის უნდა მოვემზადოთ

gulis eleqsiri

დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს, გამოსავალია ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო – კოალიციური მთავრობა, – ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია აუცილებელია, არ შეიძლება მუდმივად ქვეყანაში ერთი პარტია იყოს.

„დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში არავის უნდა, რომ ძველი ძალა დაბრუნდეს, ამდენად სხვა გამოსავალია ის, რომ წინ წავიდეთ და ვცადოთ ის, რაც ამ ქვეყანაში იქნება ახალი, უჩვეულო და ეს არის კოალიციური მთავრობა და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. არ შეიძლება მუდმივად, ვინც სხვანაირად ფიქრობს, ვისაც განსხვავებული ხედვა აქვს ზოგი საკითხების, შეიძლება იყოს სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვა ხედვა და კოალიცია მაინც შესაძლებელი იყოს. ეს დამოკიდებულია ნებაზე და აუცილებელია ტოლერანტობა – არ შეიძლება ყველა მტერი და მოღალატე იყოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

წინა სტატიაში“არ შეიძლება ძალადობა ჟურნალისტებზე, 5 ივლისს დილით ქაშვეთის წინ გავიარე და ვნახე, რომ ეს ხალხი, სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული” – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა,მინდა პატივი მივაგო დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირი ჯარისკაცების უკვდავ სახელებს