ზურაბიშვილი ტრამპს : თქვენ და პირველ ლედის სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ Twitter-ზე აშშ-ს პრეზიდენტსა და პირველ ლედის, დონალდ და მელანია ტრამპებს მიმართავს და მათ კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

“კარგად ყოფნას გისურვებთ, ბატონო პრეზიდენტო. ეს მართლაც რთული პერიოდია, თუმცა სოლიდარობით შევძლებთ მის გადატანას. თქვენ და პირველ ლედის სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ”. – წერს ზურაბიშვილი.

აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

The Spectator-ის ინფორმაციით, ტრამპი და პირველი ლედი კარანტინს თეთრ სახლში გაივლიან, სადაც პრეზიდენტი თავის ყოველდღიურ საქმიანობას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი კიდევ ერთი, მე-3 გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები სუს-ს მოუწოდებენ, გამოიძიოს დოსიეს მასალები პატრიოტთა ალიანსის შესახებ