„ქართული ოცნება ვაშინგტონში ლობისტებს მიმართავენ, მაგრამ მათი ე.წ. დიპლომატია არ მუშაობს, რადგან ისინი ქვეყანას აღარ მართავენ. ისინი ქართველი ხალხისა და მთავარი პარტნიორების მიერ იზოლირებულები არიან. დონალდ ტრამპი რეალისტია. ინაუგურაციაზე მისი მთავარი გზავნილი ძლიერი ამერიკის შესახებ იყო. ის ძლიერი ამერიკის შესახებ საუბრობს. მაგრამ, რამდენად ძლიერია ამერიკა, თუ 3,7 მილიონიან ქვეყანას შეუძლია დასავლეთს ზურგი აქციოს, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა მიატოვოს და ჩინეთისა და რუსეთისკენ მიბრუნდეს? რას გააკეთებს ძლიერი ამერიკა, თუ შავი ზღვა ამერიკული ფლოტისთვის დაიკეტება? ასე რომ, სტრატეგიული და რეალური სამყარო არსებობს, რომელთანაც გამკლავება დონალდ ტრამპს, გარკვეული იდეოლოგიების მიმართ მისი სიმპათიების მიუხედავად მოუწევს“, -ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.