
კერძოდ, მან განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი საქართველოში დიქტატურისა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა.
ზურაბიშვილმა ასევე დაამატა, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია საფრთხის ქვეშაა. უფრო კონკრეტულად, მან ხაზი გაუსვა, ხელისუფლების მხრიდან რეგიონული და სხვა მსხვილი დამოუკიდებელი მედიების მიმართ არსებულ თავდასხმებს.
















