ზურაბიშვილი შეწყალებაზე-ძნელია ისტორია დააბრუნო უკან. მორატორუმი იმიტომ, რომ ამან გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი საზოგადოებაში

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსწორებას არ ნიშნავს.

„მთავარი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ მე არ ვხსნიდი არგუმენტებს, რატომ შევიწყალე ერთი, მეორე, მესამე ან მეოთხე. ეს სწორედ არის მთავარი აუცილებლობა შეწყალების დროს, რამეთუ შეწყალება არ არის გამოსწორება სასამართლოს გადაწყვეტილების. როგორც კი პრეზიდენტი იწყებს ან დაიწყებდა თავისი არგუმენტების მოტანას, რა გარემოებების გამო მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება, საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი იყოს ან მისაღები იყოს, მაშინათვე ისმის საკითხი – პრეზიდენტის არგუმენტები უფრო მაღლა დგას, ვიდრე სასამართლოსი, თუ არა. შემდგომ კიდევ უარესი – იწყება მით უმეტეს ჩვენ საზოგადოებაში მსჯელობა იმაზე, ეს რატომ, ის რატომ, როგორ იქნებოდა.. ყველას ექნებოდა აზრი და ჩვენ საჯარო სივრცეში შემოგვაქვს დისკუსია კერძო საკითხებზე, არანაირად ჩვენ მეორე სასამართლო არ უნდა გავმართოთ. ეს არც ოჯახებისთვის არ არის სწორი, არც მსჯავრდებულებისთვის, არც დაზარალებული ოჯახებისთვის. ასე რომ, აუცილებელი არის აქ კონფიდენციალობა იყოს შენარჩუნებული და დისკრეცია. ბოლოს და ბოლოს, ეს არის დისკრეციული უფლება, რომელზედაც ახსნა არ შეიძლება, განმარტება არ შეიძლება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, როცა პატიმარი შეწყალებას ითხოვს, ითხოვს შეწყალებას და არა გამართლებას და გასამართლებას.

კითხვაზე, რატომ გამოცხადდა შეწყალებაზე მორატირუმი, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება მაშინდელი გარემოებიდან გამომდინარე.

„მე მართებულად არ მითქვამს, ვთქვი, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც მაშინ არსებობდა და ძნელია, რომ ისტორია დააბრუნო უკან. მორატორუმი იმიტომ, რომ ამან გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი საზოგადოებაში, რომელიც უთუოდ უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტმა. მე ჩავთვალე, რომ რაღაც დრო მჭირდებოდა, გადამეხედა იმ შემდგომი საქმეებისთვის, რომელიც იქნება და არის ახლა განხილვის ეტაპზე; ყველასთან ერთად შეგვემუშავებინა ახალი წესები, რეალურად შეიცვალა ეს წესები. მორატორიუმი მხოლოდ იყო ფიქრის დრო, გადაანალიზების დრო. ბევრმა მიიჩნია, რომ ეს არის რაღაც აქტი, არანაირი აქტი არ იყო, ეს იყო ამ ფიქრის დროსთვის ცოტა გახანგრძლივებული პროცედურები, რომელიც აუცილებელიც იქნებოდა, რადგან ძალიან ბევრი საქმეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „თავისუფალ ხედვაში“.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – დეკანოზ მამალაძის საკითხზე გადაწყვეტილებას ყველა გარემოებიდან გამომდინარე მივიღებ
შემდეგი სტატიასჯობს, თვითონ გადავწყვიტოთ საკითხები, ვიდრე ყველაფერში გვჭირდებოდეს უცხოელების ჩართულობა