ზურაბიშვილი- შემოედინება დაფინანსება პრორუსული ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად

საქართველომ იცის ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება, თუ როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და ჰიბრიდული ომის გაჩაღება, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Sky News-ის ჟურნალისტის კითხვას, ღელავთ თუ არა, რომ რუსეთს ისევ აქვს ამხელა გავლენა ქვეყანაზე?

პრეზიდენტმა Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა მომავალი არჩევნების მნიშვნელობასა და რუსეთის გავლენაზე.

„რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ. ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდებდა და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება – როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება.

ამას ჩვენ პირადად განვიცდით – კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს…“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ამავე ინტერვიუში ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოში პრორუსულ ჯგუფებზე და პარტიებზე, მათ შორის მათზეც, რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ:

“შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”.

banner
წინა სტატიაში„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას განაგრძობს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილი აქ არ იყო