ზურაბიშვილი: საზოგადოებამ დადებითად და იმედიანად მიიღო ქალი პრეზიდენტის არჩევის ფაქტი

,,როდესაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიმყოფები, მეკითხებიან, რამდენად მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ჩემი, როგორც ქალი პრეზიდენტის, არჩევა და რამდენად არის შეგუებული ამ ფაქტთან. ჩემი პასუხია, რომ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, ეს ფაქტი არ იყო გამონაკლისი ჩვენს ისტორიაში. ეს იყო არა რაღაც საზოგადოებაზე თავს მოხვეული, არამედ ძალიან ბუნებრივი. დღემდე, როდესაც სხვადასხვა რეგიონში დავდივარ, პირიქით არის, რომ ძალიან დადებითად და იმედიანად არის მიღებული ეს ფაქტი. ეს ზოგჯერ მაშინებს, იმდენად იმედები არის შექმნილი იმის გამო, რომ ქალი ვარ და შეიძლება, ქალს მეტი შეუძლია ამ ძალიან რთულ ვითარებაში. ეს პასუხისმგებლობა, ზოგჯერ, საკმაოდ მძიმე სატარებელია ”-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშიირაკლი ანთაძე – მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა, ხაზი გაესვა აუცილებლობას, გადაიდგას ნაბიჯები ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის
შემდეგი სტატია3 სექტემბერს ქართული ოცნების პოლისატჭოს და უმრავლესობის სხდომები გაიმართება