ზურაბიშვილი – საზღვარგარეთ არ გავაკეთებ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც ჩემი დისკრეციული უფლებაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით იტალიაში იმყოფება, ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი არ გააკეთა სახალხო დამცველის მოწოდებაზე, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით.

„ჯერ ერთი, პასუხი არ მევალება და არ ვაკეთებ საზღვარგარეთ განცხადებებს შინაურ საქმეებზე და მით უმეტეს შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება და კომენტარებს არ ვაკეთებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა. ლომჯარია მიიჩნევს, რომ ეს განაჩენი დაუსაბუთებელია და პრეზიდენტს მიმართავს, შეწყალების უფლება გამოიყენოს.

banner
წინა სტატიაშილავროვი – მოლაპარაკებების დასაწყებად ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთისთვის წაყენებული პირობები არასერიოზულია
შემდეგი სტატიათბილისის მერი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო