ზურაბიშვილი – საქართველო ფინანსურ სანქციებს არამხოლოდ ემორჩილება, არამედ ზედმეტად ემორჩილება

ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ყველა საერთაშორისო სანქციის ნაწილი, SWIFT-ის, ყველა ფინანსური სანქციის. საქართველოს ფინანსური ხელისუფლება და ბანკები არა მხოლოდ ემორჩილებიან, არამედ ზედმეტად ემორჩილებიან, რადგან ძალიან ღელავენ, რომ რაიმე ფორმით არ მოხდეს გადახვევა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ის, რაც ნამდვილად ძვირი უჯდება საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე, რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს, ფაქტობრივად, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ვიცი, საიდან მოდის ეს, რადგან ხელისუფლებამ გარკვეულ დროს განაცხადა, რომ არ ვაპირებთ სანქციებს და ეს იყო [გამიზნული] შიდა საზოგადოებრივი აზრისთვის, იმის ასახსნელად, რომ ჩვენ არ ვაპირებდით დამატებით ეროვნული სანქციების დაწესებას. იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ყველა საერთაშორისო სანქციის ნაწილი, SWIFT-ის, ყველა ფინანსური სანქციის. საქართველოს ფინანსური ხელისუფლება და ბანკები არა მხოლოდ ემორჩილებიან, არამედ ზედმეტად ემორჩილებიან, რადგან ძალიან ღელავენ, რომ რაიმე ფორმით არ მოხდეს გადახვევა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის ის, რაც ნამდვილად ძვირი უჯდება საქართველოს.

მეორე საკითხი ისაა, რომ, საქართველოს ინდივიდუალური სანქციების კუთხით, ფაქტობრივად, ბევრი არაფერი შეუძლია. რაც გვაქვს რუსეთთან არის ის, რომ უკრაინიდან შემოგვაქვს ხორბალი და რუსული ხორბალი; ჩვენ 90 პროცენტით ვართ დამოკიდებული. ახლა გადახდების პრობლემაა, ამიტომ თუ ვერ გადავიხდით, იმპორტს ვერ განვახორციელებთ და საქართველოსა და რუსეთს შორის, გარკვეული ვაჭრობაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ძირითადად ხილია, რომელიც არ არის სანქცირებული საქონელი,“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშივაკაკუნებდით NATO-ს კარზე, მაგრამ ის არასოდეს გაიღო, უსაფრთხოების ვაკუუმმა რუსული აგრესია გამოიწვია – კულება
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს და აჭარაში საპროტესტო აქციებს აანონსებს