ზურაბიშვილი სამადაშვილის ჩანაწერზე: გამკეთებლებს და გამავრცელებლებს სულ განსაკუთრებული რეჟიმის ციხე-კოლონიაში უნდა ახეხინო კამერები კბილის ჯაგრისით

“იმედზე რა ფარული ჩანაწერიც გამოქვეყნდა სალომე სამადაშვილზე ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული.

ამ ჩანაწერში სალომე არ ელაპარაკება არც სააკაშვილს, არც თემურ ალასანიას და არც ვინმე ისეთ ძებნილ პოლიტიკურ ფიგურას, ვისაც სუსი შეიძლება უთვალთვალებდეს. ის აშკარად ელაპარაკება ვიღაც თავის ახლობელს, რომლის ხმაც პრაქტიკულად არ ისმის, რაც იმის უტყუარი მანიშნებელია, რომ უსმენენ სწორედ სალომეს, პარლამენტის მოქმედ წევრს და არა მის მეგობარს.

თან ეს ჩანაწერი აშკარად ძველია, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჩაწერილი, სანამ ნაცმოძრაობის სია დამტკიცდებოდა.

მოკლედ ხელისუფლებამ არჩევნებში რაც დააშავა, არ იკმარა და ახალ-ახალ დანაშაულებს უმატებს.

არ ვარ საერთოდ რეპრესიების მომხრე, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება, ამ ფარული ჩანაწერების ჩამფიქრებლებს, გამკეთებლებს და გამავრცელებლებს სულ განსაკუთრებული რეჟიმის ციხე-კოლონიაში უნდა ახეხინო კამერები კბილის ჯაგრისით”-წერს დავით ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშიეპიდვითარება სამეგრელოში- რეგიონში 477 პირი გამოიკვლიეს
შემდეგი სტატიაკაპანაძე: საშუალოდ 210 000 ხმა იყო გაკონტროლებული ამ არჩევნებზე