საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ერევანში უკრაინის პრეზიდენტსა და ირაკლი კობახიძეს შორის შემდგარ შეხვედრას.
„საზოგადოება შფოთავს ერევანში კობახიძის „შეხვედრების” კადრებზე… თუმცა აქ არაფერი ახალი არაა, ამ კონფერენციას შარშანაც იყო მიწვეული და ჩვეულებრივად პროტოკოლის წესებს იცავენ ჩვენი ზრდილი პარტნიორები. ამიტომ ხელის ჩამორთმევას და ორიოდე სიტყვის გაცვლას რამე განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს.
სწორედ ის ფაქტი, რომ რეჟიმი იძულებულია თავი მოაწონოს ორიოდე შემორჩენილ ამომრჩეველს, ყოველდღიურად ნალანძღი ევროპის და უკრაინის ლიდერებთან გადაღებულ კადრებით, ყველა კომენტარზე ბევრის მთქმელია!” – წერს ზურაბიშვილი.

















