ზურაბიშვილი – საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის

საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარ ძალად, რომელიც დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის იბრძვის, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში, ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის პრეზიდენტს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა იმისათვის, რომ დღეს ვარ 100 წლის მერე პირველი საქართველოს მეთაური, პრეზიდენტი, რომელიც სტუმრობს ავსტრიას და მე მგონი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ორივე ქვეყნისთვის. პანდემიამ შეგვიშალა ხელი ამაში, მაგრამ პოლიტიკურმა ვითარებამ ვერ შეგვიშალა ხელი და ყველაფრის მიუხედავად, მე მგონი, სწორედ სიმბოლური არის, რომ მაინც შედგა ეს ვიზიტი, შედგა იმ მომენტში, როცა არის გარკვეული სირთულეები პოლიტიკურ სფეროში, მაგრამ აქ აღმოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს სწორედ პრეზიდენტის როლი საპარლამენტო რესპუბლიკაში იმისთვის, რომ გააერთიანოს ძალები და შეინარჩუნოს სტაბილურობა. ჩვენთანაც იგივე სიტუაცია არ არის მაგრამ, ამ საარჩევნო პერიოდში, მანამდეც და მერეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ პრეზიდენტი დარჩეს მთავარი ძალა, რომელიც დეპოლარიზაციისკენ და სტაბილურობისთვის იბრძვის და ეს არის ჩვენი ალბათ საერთო მოვალეობა.

ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ ეს ვიზიტი შედგა ამ წელს სწორედ და რომ აღვნიშნავთ ამ 100 წლისთავზე თუნდაც იმას, რომ ავსტრიაში პირველი ნობელის პრემია მიიღო ქალმა, რომელიც ცხოვრობდა საქართველოში და რომელიც მთელი ცხოვრება იყო სწორედ მშვიდობისკენ ორიენტირებული. ეს იყო მისი ცხოვრების მრწამსი და ჩვენ მის ხსოვნას აღვნიშნავთ. ქართულმა ფოსტამ გამოუშვა მარკა მისი სახელობით და მე მგონი, ესეც გვაერთიანებს, ეს ქალი რომელიც იყო მშვიდობისთვის მებრძოლი ქალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშივაქცინის ბუსტერ დოზებზე და 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი
შემდეგი სტატიასააკაშვილი – 14 ოქტომბერს ბევრნი უნდა ვიყოთ და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას ღირსება და თავმოყვარეობა გააჩნია