სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერი რუსული სცენარის პროვოკაცია იყო, რომელიც სპეცსამსახურებმა გამოიყენეს. მისი თქმით, “ოცნებას” ცეცხლმოკიდებული სასახლის კადრები სჭირდებოდა, რათა საზღვარგარეთ ეჩვენებინათ, რომ პროტესტი მშვიდობიანი არ არის.
ეს იყო რუსული სცენარი, ტიპიური რუსული სცენარი, რომელიც გაყიდეს რა ფორმით არ ვიცი, როგორ მიყიდეს და ვის მიყიდეს, ეს სჭირდებოდა რეჟიმს.
მე არ ვიცი, რატომ გამოიყენეს, როგორ გამოიყენეს [ოპოზიციის წარმომადგენლები]. ეს იყო, რატომ ვამბობ რუსული სცენარი, ძალიან კარგად მორგებული იმ ფსიქოლოგიურ მომენტს, როცა ხალხი დაღლილია, ვერ ხედავს პერსპექტივას, იცის რომ ის არჩევნები არ მოუტანს იმ შედეგს და რაღაცა უნდა…
ეს არის მხოლოდ ის სპეცსამსახურები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან მასების ფსიქოლოგია, რომლებსაც შეეძლოთ ასე ასე კარგად დაეგეგმათ და სხვათა შორის ფორმებიც ძალიან საინტერსო იყო, ანუ სასახლის აღება, ეს არის ტიპიური რუსული, ზამთრის სასახლის…
ეს იყო კოლექტიური მანიპულაცია იმ ხალხის, 1 წელი… მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელიც გაუძლებდა ამ პირობებში, ამ ჯარიმების, ამ დაჭერების… ბუნებრივად მოდის მომენტი, როდესაც სასოწარკვეთილება, რა გავაკეთოთ, როგორ გავაკეთოთ, რა გეგმები გაქვთ, არცერთს არ აქვს გეგმა…
ნებით არა მგონია, რომ ვინმეს მიეღო მონაწილეობა, ჩემ თავს ვერ მივცემ ამის უფლებას, ადამიანები არიან ციხეში. ვუბრუნდები ცეცხლს, რომელიც გაჩნდა იქვე, არცერთი ამ პროტესტის ხალხის გაჩენილი ვერ იქნებოდა, არაფერი რომ არ ვთქვათ ღობეზე. რატომ იყო საჭირო ცეცხლი? – იმიტომ, რომ სასახლის კადრები ყოფილიყო ალში და ეს იყო ის რისი გავრცელებაც უნდოდათ საზღვარგარეთ, რომ ეს პროტესტი არ არის მშვიდობიანი,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეჟიმს ხალხთან ერთად გარე ცვლილებების, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და საერთაშორისო პარტნიორების სანქციებისაც ეშინია.
ეშინია თავისი ხალხის, ეს ნათელია, ეს ხალხი იქნება მასიურად გამოსული რუსთაველზე, თუ სხვა ქალაქებში, თუ არ იქნება გამოსული, ფაქტია, რომ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც არსებობს დღეს ხალხის უმრავლესობის ნებით და მაშასადამე ეშინია თავისი ხალხის.
ეშინია ასევე, გარე ცვლილებების, უკრაინაში რაც ხდება, ძალიან სენსიტიურად აღიქვამს სანქციებს რაც დღეს დაინიშნა ამერიკის მიერ რუსეთის მიმართ და რომელიც შეიძლება გავრცელდეს, მეორადი სანქციების ფორმით, აქაურ სხვადასხვა ეკონომიკურ პროცესებზე. ეს ყველაფერი აღელვებს.
და შიდა სიტუაცია, რომელსაც მართავს ასევე რეპრესიებით, ხომ ვხედავთ თავისი მინისტრების მიმართ სხვადასხვა უწყებებში როგორი რეპრესიები მიმდინარეობს, ზეწოლა. შიში არის ერთადერთი ფორმა, რითაც დღევანდელ დღეს რეჟიმი მართავს ყველას… თვითონ ავრცელებს ამ შიშს იმიტომ, რომ თვითონ შეშინებულია,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



















