ზურაბიშვილი – ქვეყნის რეპუტაციისთვის აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას

მიმაჩნია, რომ დღეს ყველა შემთხვევაში აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის, რომ ყველაფერი გაკეთდეს რაც საჭიროა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს და ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„მე ამას ვერ შევაფასებ და როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, თავისთავად და ვიდრე ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, მაშინ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – დღეს ქვეყანაში რეალური დემოკრატიაა; თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას
შემდეგი სტატიაზელენსკი – მზად ვარ, ვესაუბრო პუტინს შუამავლების გარეშე, დიალოგის და არა ულტიმატუმების პირობებით