18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ზურაბიშვილი: პატრიარქის როლი ის არის, რომ წინაპირობების გარეშე შუამდგომელი იყოს და ეს ახალგაზრდები ციხიდან გამოვიდნენ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეკლესიის როლსა და პატრიარქის მისიაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი ერთობის შენარჩუნება ილია მეორის მთელი ცხოვრების მთავარი მიზანი იყო, ახალმა პატრიარქმა კი ეს გზა უნდა გააგრძელოს და დაპირისპირებულ საზოგადოებაში გაერთიანების ნიშნები შემოიტანოს.

“ეკლესიის როლი სწორედ ის არის რომ გააერთიანოს საზოგადოება. თუ რაიმე ვიცით ილია მეორეს მთელი  ცხოვრების მიზნის შესახებ, სწორედ ეს იყო რომ არ დაეშვა საზოგადოებაში დაპირისპირება და დაყოფა. ეს იყო მისი მთავარი მიზანი და ბევრ რამეს ითმენდა, ბევრ რამეს  არ აკეთებდა, ალბათ, იმის გამო რომ არ დამდგარიყო დღე, როცა საქართველოში იქნებოდა დაპირისპირება კიდევ ერთი საზოგადოებრივი, რაც მისთვის იყო ძალიან მტკივნეული და მიაჩნდა, რომ მართლა მისი მოვალეობა იყო რომ ერთობა შეენარჩუნებინა. ამიტომ, მე ვთვლი, რომ  ვინც აგრძელებს ამ ფორმით პატრიარქის გზას, და მე მგონი რომ ახალი პატრიარქის სურვილი არის გააგრძელოს ილია მეორეს გზა,  უნდა ეცადოს ყველაფერი, რომ ამ მძიმედ დაპირისპირებულ საზოგადოებაში შემოიტანოს სიმსუბუქე და გაერთიანების ნიშნები”,_ განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ სინდისის პატიმრების შეწყალება არის ძალიან მარტივი ფორმა.

“18 თვე იჯდნენ იმისთვის, რომ მათი პრინციპები იყოს უცვლელი და არ გატყდნენ, ამას ვერ მოითხოვს ვერავინ. პატრიარქის როლი ის არის რომ წინაპირობების გარეშე შუამდგომელი იყოს იმისი რომ ეს ახალგაზრდები გამოვიდნენ ციხიდან. ამით ის აუცილებლად დადგება ახალ სიმაღლეზე”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალიევი: “შუა დერეფნის” მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება
შემდეგი სტატიამაია ბუწაშვილი: ნოროვირუსი გავრცელებულია ყველგან, მათ შორის შემთხვევები ფიქსირდება საქართველოშიც