ზურაბიშვილი: ნატო-ს სამიტმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა

ნატო-ს 14 ივნისის სამიტმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მივესალმებით განცხადებაში გამოხატულ მზადყოფნას და შემდეგი ეტაპების ასახვას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ნატო-ელი პარტნიორების ხომალდების საქართველოსა და უკრაინის პორტებში შემოსვლა.

„ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ორივე ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა ბოლო წლების განმავლობაში. სამხედრო და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, თავსებადობის სტანდარტიზაციის კუთხით. ნატო-ს 14 ივნისის სამიტმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მივესალმებით ამ განცხადებაში გამოხატულ მზადყოფნას და შემდეგი ეტაპების ასახვას. ჩვენი ამოცანაა, ინტეგრაციის გზაზე გავაძლიეროთ თანამშრომლობის სფეროები. ეს ეხება კიბერუსაფრთხოებას და შავი ზღვის უსაფრთხოებას, რაც ნატო-ს ფარგლებში იქნება განხილული. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, როცა ჩვენი ნატო-ს პარტნიორების ხომალდები შემოდიან ჩვენს პორტებში. უსაფრთხოების კუთხით ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშივლადიმირ ზელენსკი: მწამს, მეგობრული ურთიერთობები ტრადიციულად გაგრძელდება
შემდეგი სტატიათალაკვაძე: რადიკალური პარტიები ემსახურებოდნენ რუსეთის ინტერესებს