ზურაბიშვილი – მოუთმენლად ველოდები გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან მუშაობას, რათა უფრო განვამტკიცოთ ჩვენი კავშირები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურბიშვილი ოლაფ შოლცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს და მას წარმატებებს უსურვებს.

„გულწრფელად ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ოლაფ შოლცს, რომელმაც გერმანიის კანცლერის მოვალეობების შესრულება დაიწყო. მოუთმენლად ველოდები თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი კავშირები უფრო განვამტკიცოთ და ევროინტეგრაციისკენ მიმავალი საქართველოს ურყევი გზა გავაძლიეროთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერზე“ ანგელა მერკელთან დაკავშირებითაც დაწერა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ანგელა მერკელთან მუშაობა იმ წლებში, როდესაც ის კანცლერის მოვალეობებს ასრულებდა, რა დროსაც საქართველოს და გერმანიას შორის კავშირები ექსპონენტურად გაიზარდა. ევროპის გაძლიერებაში მისი როლი კარგად დაგვამახსოვრდება და ვიმედოვნებ, რომ ის გააგრძელებს ქალი ევროპელი ლიდერების მომავალი თაობის შთაგონებას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგორთან ავტოსაგზაო შემთვხვის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაგვარამია: უძრავ ქონებას მოხსნეს ყადაღა… მალე ახდება ჩემი ორი წლის წინანდელი “ვხედავ: კორპუსები, კორპუსები, კორპუსები…”