საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სერბეთში სტუდენტური მოძრაობის გამარჯვება შეაფასა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ძლიერი პოლიტიკური პარტიებისა და წინასწარ გამოცხადებული ლიდერების გარეშეც ძალუძს ხელისუფლების შეცვლა.
ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტში არსებობს მზარდი უკმაყოფილება, რაც ადრე თუ გვიან ავტორიტარული რეჟიმების დაშლას იწვევს.
„არ არსებობს დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც გაუძლებს ხალხის უკმაყოფილებას. როცა ხალხის მოთმინების ფიალა ივსება, მერე იწყება ასეთი მოძრაობა… ჩვენც ვგრძნობთ, რომ ივსება და ივსება მოთმინება. ამ შემთხვევაში გვაჩვენეს ამ სტუდენტებმა, რომ ლიდერიც არ არის საჭირო… რეჟიმი თავისით დაიშლება, შეიძლება უცებ ისე, რომ ვერავინ ვერ თქვას — დღეს არის და ხვალ აღარ არის“, — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
















