ზურაბიშვილი – მნიშვნელოვანია, აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”

მნიშვნელოვანია, აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს სამშვიდობო მოლაპარაკებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რეგიონს ახლა ნატო-სკენ კონკრეტული ნაბიჯები და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სჭირდება.

„კავკასია ცვლილებებს განიცდის და მნიშვნელოვანია, რომ აშშ უფრო პროაქტიური გახდეს და მხარი დაუჭიროს შავი ზღვის უსაფრთხოებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უფრო კონკრეტული ნაბიჯები ნატო-სკენ და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არის ის, რაც რეგიონს სჭირდება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – გადაწყვეტილების ცვლილება არ განიხილება
შემდეგი სტატიამაიკ პომპეო: არ შეიძლება, დაფასებული არ იყოს საქართველოს, როგორც რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის წევრის როლი მსოფლიოში რწმენის თავისუფლების დაცვაში