ზურაბიშვილი: მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები

მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე:

მე დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათაც იგივე ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ბევრს რაღაცას ელოდებოდნენ, რომ შეიძლება კიდე რაღაცა არის დასამტკიცებელი. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი და ეს კიდევ ერთხელ ვუთხარი მათ. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს, რომ ნათელია, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმის, რაც ხდება, მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ხალხის და საზოგადოების მოთხოვნა – ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება, ეს არის ჩვენი გამოსავალი და რისთვისაც ვიბრძვით” განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი:დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, ელჩებს, პოლიციას და ჯარს მიმართავს