ზურაბიშვილი: “მადლობელი ვართ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს შეხვდა.

“შევხვდი ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს საქართველოს წინსვლის გზაზე სასაუბროდ. წარვადგინე ახალი არჩევნების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის ჩატარებას. მადლობელი ვართ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერისთვის”, – დაწერა ზურაბიშვილმა X-ზე.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტრომ შეაჩერა გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება- ფიშერი
შემდეგი სტატიალევან სანიკიძე: დარწმუნებული ვარ, არც ერთი წალენჯიხელი არ ნანობს 2021 წელს სულმნათი გია ხარჩილავას არჩევას