ზურაბიშვილი – მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, და რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა

მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

„მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ქართველ ხალხს ევროპული მომავლის სჯერა“, – წერს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გუშინ შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიგაერო რუსეთს მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად “კონკრეტულ წინადადებებს” სთავაზობს
შემდეგი სტატიაკობახიძე – სალომე ზურაბიშვილი ვიზიტში თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს დამატებითი მტკიცებულებაა, რომ შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას