ზურაბიშვილი – კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის, მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისთვი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანის, კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის.

როგორც ზურაბიშვილი წერს, მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებიც ცდილობენ, სამყარო უფრო უსაფრთხო გახადონ.

„კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის. დიადი გონება, რომელმაც 21-ე საუკუნეში გლობალური მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებიც ცდილობენ, სამყარო გახადონ უფრო უსაფრთხო“, – წერს „ტვიტერის“ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.

შშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კოლინ პაუელის ოჯახის განცხადებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.

კოლინ პაუელი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2001-2005 წლებში, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო: ქართველმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერთობლივი წვრთნებითა და ბრძოლით ჩამოაყალიბეს ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის საფუძველი
შემდეგი სტატიანაყოფია – მიხეილ სააკაშვილი არის შესანიშნავ ფორმაში