ეს თქვენ გაძლევთ, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროპა, ყველას აძლევს საშუალებას, რომ თავისი გემოვნებით აირჩიოს [პარტია], რომელიც უფრო ახლოა მის სურვილებთან და გემოვნებასთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება რომელიმე ამ 4 პარტიისთვის, ეს ხმა მიგვიყვანს ევროპაში – ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში, რადგან ეს იქნება უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც წერია ქარტიაში,-განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.