ზურაბიშვილი ყაველაშვილს პასუხობს-ეს იგივე ლოგიკაა, რაც პუტინის ლოგიკა ზელენსკისთან მიმართებაში

“მაღიარეთო და თან ყველაფერი რაც გაგაჩნიათ – ღირსება, რეპუტაცია და სინდისი მე ჩამაბარეთო და გაგათავისუფლებთო… მონობისათვის!
ეს იგივე ლოგიკაა, რაც პუტინის ლოგიკა ზელენსკისთან მიმართებაში, ჩამბარდითო და თან ყირიმს წაგართმევთ სამუდამოდ, თან დონეცკსა და ლუჰანსკს, და ამის გარდა იცოდეთ არც შემიცვლია ჩემი პირველადი სამხედრო მიზანი: თქვენი განადგურებაო!
ცოტა რუსული კგბ-შნიკური სცენარებიდან რომ გამოხვიდეთ და თქვენით იფიქროთ, და ქართული ხასიათიც გაითვალისწინოთ, ურიგო არ იქნება და შეიძლება რამე მაინც უკეთ გამოგივიდეთ!
მაგრამ ამას თავისუფალი ფიქრისა და აზროვნების უნარი სჭირდება … 😒“ -წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში

დღეს, მიხეილ ყაველაშვილმა მსჯავრდებულ ოპოზიციონერ ლიდერებს შესთავაზა, რომ მას შეწყალების თხოვნით მიმართონ და მოითხოვს, რომ შეწყალების შესახებ განცხადებაში დაადასტურონ “საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ”

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: ეს განცხადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მორიგი დასტური იმის, რომ სასიცოცხლოდ სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმაცია
შემდეგი სტატიაგახარია: ყაველაშვილის განცხადების მიზანია, ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს