ზურაბიშვილი ხალხმა იმიტომ კი არ აირჩია, რომ მისგან ელოდებოდა საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, მინიჭებული აქვს შესაბამისი მანდატი, მაგრამ ცდილობს გასცდეს მას – კობახიძე

ხალხმა იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებით განხორციელებას, მხარის დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით, რაც კონსტიტუციაში იყო, დღეს პრეზიდენტი ცდილობს, გასცდეს ამ მანდატს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა, მთავარია კონსტიტუცია რა მანდატს განიჭებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ პრეზიდენტი ცდილობს, ჩაიჭრას იმ კომპეტენციებში, რომელიც მას არ ეკუთვნის.

„შენ ხალხმა აგირჩია არა იმისთვის, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა განახორციელო, რაში ჩაჭრასაც ცდილობს პრეზიდენტი, არამედ აგირჩია, რომ იყო სახელმწიფოს არსებითად სიმბოლური წარმომადგენელი, მხოლოდ სიმბოლური არ არის მისი კომპეტენციები, მაგრამ პრეზიდენტი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არ არის. ხალხს მისთვის მინიჭებული აქვს შესაბამისი მანდატი, მაგრამ ის ცდილობს, გასცდეს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს და ჩაეჭრას იმ მანდატის განხორციელებაში 80 პარლამენტის წევრს და მთავრობას, რომელიც აქვს მინიჭებული ხალხისგან. ჩვენ მანდატი გვაქვს, ეს პრეზიდენტს არ აქვს და ცდილობს ჩაგვეჭრას. ეს არის წესრიგის საწინააღმდეგო დარღვევა. მთლიანად კონსტიტუციურ წესრიგს უპირისპირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
შემდეგი სტატიაარც ვიცი, როგორ მივედით აქამდე, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე ღიად გვაკრიტიკებს – ხვიჩია