შალვა ნათელაშვილი: ზურაბიშვილი ისევ ის პეტრეა, ისევ ისე პავლეა, ისევ ის ტყავი აქვს წამოსხმული

“ზურაბიშვილი ისევ ის პეტრეა, ისევ ისე პავლეა, ისევ ის ტყავი აქვს წამოსხმული.აგერ ახლა აცხადებს,რომ გუშინდელი პრეზიდენტის სასახლის შტურმი თურმე რუსული სპეც–ოპერაცია ყოფილა. ვეკითხები საფრანგეთის მოქალაქე ქალბატონს,ხომ არ ფიქრობს რომ —-პარიზში,ბასტილიის აღებაც უცხო აგენტურის სპეც–ოპერაცია იყო?

სიმართლე თუ უნდა იცოდეს,სწორედ რუსული სპეცოპერაცია გახლდათ, არა მარტო ივანიშვილის გამეფება,არამედ პუტინის დავალებით, მისი,ზურაბიშვილის დანიშვნაც პრეზიდენტად. ის რაც გუშინ მოხდა შეიძლება რა თქმა უნდა სხვადასხვანაირად შეფასდეს,მაგრამ ვერაფერი გადაფარავს იმ სიდიადეს,რაც იხილა დედამიწამ ნახევარ მილიონამდე თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველის გამოსვლით რუსთაველზე, 4 ოქტომბერი ოქროს ასოებით შევა ერის გმირულ მატიანეში. რაც შეეხება ე.წ შტურმს,უკვე სამასხარაოდ გახდილი პრეზიდენტის სასახლეზე,მთლიანობაში ეს წარმოადგენდა ერის სასოწარკვეთილების გამოხატვასაც და განაცხადსაც,რომ ვერ და არ იცხოვრებენ ივანიშვილის საკონცენტრაციო ბანაკში მეტად.

ის ჭეშმარიტება,რომ სახელმწიფო ივანიშვილის ჯიბეშია და არა პრეზიდენტის,პარლამენტის თუ მთავრობის სასახლეში ისედაც იცის მთელმა მსოფლიომ. ამიტომ ამ შენობებზე რაიმე დემარშის დაკავშირება სახელმწიფო გადატრიალებასთან თუ რევოლუციებთან მინიმუმ ჭუასუსტობაა. მაგრამ მაინც გავიხსენოთ ჯონ კენედის გენიალური ფრაზა—ხელისუფლება რომელიც შეუძლებელს ხდის არჩევნებით თავის თავის ცვლილებას,გარდაუვლად იმზადებს რევოლუციას. იმედია ამ აზრის გამო სუსი კენედის წინააღმდეგაც არ აღძრავს საქმეს სახელმწიფო გადატრიალების მუხლით,,-წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრ დუგინი: ეს მშვენიერია ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს