ზურაბიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მომხდარ სტიქიას ეხმაურება. მეწყერმა სოფელში სახლები მოიყოლა, დარუპულია 4 ადამიანი, 5 პირს კი ისევ ეძებენ.

ზურაბიშვილი დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს:

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.

ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ნერგეეთში მეწყერი ღამით ჩამოწვა. მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, სახლებში 10 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი. ნაპოვნია ოთხი ადამიანის ცხედარი, ხუთ ადამიანს კი ეძებენ.

banner
წინა სტატიაშითიბისი Agile Business Awards-ის გამარჯვებულია
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ ბაღდათში მეწყრის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა