ზურაბიშვილი: გახარიას პარტიის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მაღალია ალბათობა, “ოცნებამ” 43 კი არა 40%-იც ვერ აიღოს

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი გახარიას პარტიის შემოსვლის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ 43 კი არა 40 პროცენტიც ვერ აიღოს ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებში”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის თქმით, ერთადერთი, რამაც შეიძლება სერიოზული ფორა მისცეს ხელისუფლებას ამ არჩევნებში, ესაა ნაცმოძრაობის მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა.

“გახარიას პარტიის შემოსვლის ფაქტორს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ 43 კი არა 40 პროცენტიც ვერ აიღოს ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებში,
და ამ შედეგის უზრუნველყოფა მთლიანად ოპოზიციური პარტიების ხელშია. ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის, უბნის კორდინატორების, ზონდერ-შპანას თუ კარტოფილების დარიგების ხარჯზე პროცენტის მომატებას თავისი ზღვარი აქვს. თან ეს არჩევნები უკვე დასავლეთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება, რომ იტყვიან, გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან ყველაფერს.

ერთადერთი, რამაც შეიძლება სერიოზული ფორა მისცეს ხელისუფლებას ამ არჩევნებში, ესაა ნაცმოძრაობის მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა და ბოიკოტის გაგრძელება”, – წერს ზურაბიშვილი.

დღეს, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს ახალი 5 პუნქტიანი დოკუმენტი შესთავაზა, რომლის თანახმადაც თუ “ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი დაინიშნება

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიEU: უზენაეს სასამართლოს ყველა მიმდინარე დანიშვნა შეჩერდება
შემდეგი სტატიამდინარაძე: დღეს იმ დოკუმენტის მოდიფიცირებული ვარიანტი ვიხილეთ, რომელსაც „ოცნებამ” ხელი უკვე მოაწერა