ზურაბიშვილი: გადავლახოთ ზოგიერთი მთავარი უთანხმოება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისთვის წინასაახალწლო მიღების შესახებ, რომელიც 17 დეკემბერს გაიმართა.

მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სიტყვით მიმართა, რომლის თარგმანსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პატივცემული სტუმრებო, პირველ რიგში, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ წლის მიწურულს მიღებაზე მობრძანებისთვის. წელს ყველას, მსუბუქად რომ ვთქვათ, საკმაოდ რთული წელი გვქონდა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვიფიქრე, რომ წლის ბოლოს ყველას გვჭირდებოდა მცირედი მოდუნება. ასე რომ, დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის.

ზოგიერთი დიპლომატი უკვე წავიდა სადღესასწაულო არდადეგებზე და ისევე, როგორც თქვენ, ყველა მათგანს და მათ ოჯახებს წლის ბედნიერ დასასრულს, ბედნიერ ახალ 2022 წელს, სადღესასწაულო არდადეგებს და მათ, ვინც შობას აღნიშნავს, ბედნიერ შობას ვუსურვებ!

და რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, ვიმედოვნებ, რომ თქვენ, თქვენი თანამშრომლები, ოჯახები, მეგობრები და მთელი მსოფლიო უკეთესი ფორმით გამოვა პანდემიიდან.

ასე რომ, ეს წელი მრავალი გამოწვევის წელი იყო და შეიძლება, ითქვას, რომ ეს გამოწვევები ყველასთვის საერთო გახდა. ახლა პანდემიაა, რომელიც ყველა ჩვენგანის გამოწვევაა. არ ვიცით, როდის და როგორ დასრულდება ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოწვევა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხესა და რეგიონში ყველას ეხება, ჩვენ ჯერ ვერ შევძელით ამ გამოწვევაზე პასუხის გაცემა, რეალური საერთო პასუხი და რეალური სოლიდარობა.

ჩვენ მეტი სოლიდარობა და ამ გამოწვევის გადაჭრის ხედვების მეტი გაზიარება. ამისათვის ასევე, საჭიროა, საზოგადოების შიგნით დაყოფისა და განსხვავებული ხედვების დაძლევა ვაქცინაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის. ვიცით, რომ ყველა ქვეყანაში ეს სერიოზული პრობლემა და მთავარი გამოწვევაა, ასე რომ, რაიმე სახით ამაზე პასუხი უნდა მოვიძიოთ.

ჩვენ, მსოფლიოში თითქმის ყველგან ვნახეთ, რომ სტრატეგიული გამოწვევები და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება. იცვლება ისეთი ტემპით, რაც ძალიან ართულებს მოვლენებზე თვალყურის დევნებას და მომდევნო მოვლენებისთვის მზადყოფნას.

მახსოვს დრო, როდესაც ბევრად ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც სტრატეგიული ბალანსი იყო იმგვარი, რომ შეგვეძლო მარტივად დაგვეწყო ფიქრი იმაზე თუ როგორ მოგვეხდინა რეაგირება, რა იყო სხვადასხვა კონტრსტრატეგია და დღევანდელთან შედარებით [მაშინ ასე არ ვფიქრობდით] ბევრად მარტივი იყო. დღეს არ ვიცით მომდევნო მსხვილი გეოპოლიტიკური ცვლილება სად მოხდება. წელს ვიხილეთ ავღანეთიდან გამოსვლა, რომელიც საქართველოსთან პირდაპირ კავშირშია.

ჩვენ ყველა ერთად ვიყავით ამ მისიის ნაწილი და ასევე, ევაკუაციის პროცესში მივიღეთ მონაწილეობა. თუმცა შედეგად მსოფლიოს ბევრ ნაწილში რაღაცები იცვლება. უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენთვის ყველასათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენთან უფრო ახლოს ვხედავთ რუსეთის უკიდურეს მიზნებს, რომ გამოწვევა შეუქმნას ძველ მსოფლიო წესრიგს, ეს ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგალითები, რომელიც ახლა სხვაგან ხდება და ვხედავთ მის უკიდურესად შემაშფოთებელ ქცევას უკრაინაში, ვხედავთ ბელარუსს, რომელიც იყენებს მიგრანტებს მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის ახალ ინსტრუმენტად, ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან საგულისხმო ახალ ტენდეციებს, საიდანაც არ გვაქვს ერთობლივი, მიზანდასახული, ისეთივე დაჟინებული გამოსავალი, როგორიც რუსული გამოწვევაა. ესეც უნდა დავძლიოთ და ვიპოვოთ გადაჭრის ახალი გზები.

ამ გამოწვევებში ვხედავთ, რომ სულ რამდენიმე, ერთი დღის წინ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე. ეს არის მსოფლიო, რომელშიც ამ წელს ვიცხოვრეთ და დიდი ალბათობით, მომავალ წელსაც განვაგრძოთ ცხოვრებას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია რადიკალური, შიდა გამოწვევები მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სადაც პოლარიზაციაა და არჩევნები უკიდურესად პოლარიზებულ კონტექსტში ჩატარდა.

ეს ყველაფერი აზიანებს პოლიტიკურ მდგომარეობას, როდესაც ხდება სახელმწიფო ინტერესების გარკვეული ფორმით გვერდზე გადადება ინდივიდუალური პოლიტიკური ინტერესებისათვის ეს ძალიან საგულისხმო ტენდენციაა და ეს ის სენია, რომელმაც მოიცვა არა მხოლოდ საქართველო, ეს ახალი დემოკრატიის პატარა ქვეყანა.

ჩვენ ვნახეთ, დიდი და ძველი დემოკრატიები, რომლებიც ასევე დაზარალდნენ ამ პოლარიზაციით, როგორც ჩანს, ეს არის ტენდენციაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა გაიზიარებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გადაჭრის საერთო გზა. ეს მეტის გაკეთებას საჭიროებს. ჩვენ ეს ვიხილეთ ჩვენს პროგრესირებად ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ახლახან დასრულებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მიზანდასახულობა, რომ თუნდაც ჩაბმულიყო საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სამი ვიზიტი – ალბათ, ჯერ ვერ ვიაზრებთ როგორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რადგან ის აღნიშნავს ევროკავშირის ახალ განსაზღრვულობას იყოს საქართველოში წარმოდგენილი და აქტიური. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ ვიხილეთ, რომ ნატო-მ საქართველო ბოლო ღონისძიებებში ჩართო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა განვაგრძოთ ამ გზაზე წინსვლა.

ეს ქართველი ხალხისთვის ნამდვილად მთავარი გამოწვევაა. სწორედ წლის ბოლოს გამოვედი ინიციატივით, რომლის შესახებაც თქვენც იცით, რადგან მსურს, ახალი წელი ახალი მცდელობებით დავიწყოთ. მცდელობით, რომ გავერთიანდეთ, მცდელობით, რომ გადავლახოთ ზოგიერთი მთავარი უთანხმოება. რა თქმა უნდა, ეს არის და უნდა დარჩეს პლურალისტურ საზოგადოებად. ჩვენ არასდროს ვიფიქრებთ ზოგიერთ საკითხზე ისე, როგორც აქამდე, მაგრამ რა სარგებელია აქვს სხვადასხვა საკითხებზე სხვადასხვანაირად ფიქრს, თუ მათი ერთად განხილვა არ შეგვიძლია. ასეთ შემთხვევაში, შენ შენს აზრებს შენთვის იტოვებ და უბრალოდ ახმოვანებ/ყვირი, რაც ჩვენს გარშემო ბოლო დროს ხშირად მომხდარა.

მაშასადამე, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, ამას გვერდი ავუაროთ და უთანხმოებაში ჩავიხედოთ, რადგან ერთმანეთის მოსმენა შეიძლება, საინტერესო იყოს. ვფიქრობ ამით ჩვენ დავუბრუნდებით იმას, რაც იყო და არის საქართველოს იდენტობა. ეს არის ერთიანობა და ტოლერანტობა. ეს ასე, რომ არ ყოფილიყო ეს ქვეყანა დღეს არ აქ არ იქნებოდა და მე არ ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი.

ასე, რომ მე იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა კიდევ ძალიან დიდ ხანს იარსებებს და რომ ჩვენ ამ ახალ დაბრკოლებებს ერთად დავძლევთ.

კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ აქ ყოფნისათვის, რადგან თუ ამ დაბრკოლებას ჩვენ „ხელში ვიღებთ“, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენს თავში ვიკეტებით და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა დაგვჭირდება ისე როგორც არასდროს.

კიდევ ერთხელ მადლობა დღეს აქ ყოფნისათვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დევნილ ბავშვებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს წინასაახალწლო მიღებაზე უმასპინძლა