20.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ზურაბიშვილი: ევროკავშირს დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად მივმართავ- იქნებ ხელისუფლებას შერცხვეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში ევროკავშირის წარმომადგენელს შეხვდება, რათა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტების შემოტანის გზები მოიძიოს. პრეზიდენტმა „ფეისბუკ-ლაივის“ დროს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა და ხელისუფლება ბიუჯეტის არასწორ ხარჯვაში დაადანაშაულა.

„ამ კვირაში უნდა შევხვდე ევროკავშირის წარმომადგენელს და მისგან მოვითხოვ პასუხს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. იმედი მაქვს, ევროკავშირის არსებული პროგრამებიდან მოინახება თანხები, რომლებიც ამ ბავშვებს მოხმარდება. ამ გადაწყვეტილების მეორე მიზანი ისაა, რომ შეიძლება ხელისუფლებას შერცხვეს, რომ ჩვენ უცხოელებს მივმართავთ და პარტნიორებისგან ველოდებით დახმარებას. ჩვენ ვხედავთ, როგორ იხარჯება მილიონები, მაგალითად, კონცერტებზე — სწორედ ბიუჯეტიდან. თურმე დღემდე ვერ მოინახა ის მილიონები, რომლებიც დიუშენის მქონე ბავშვებისთვისაა საჭირო“,_ განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიNYT: ისრაელი და აშშ ირანზე განახლებული იერიშისთვის ემზადებიან- განიხილება სპეცრაზმის სახმელეთო ოპერაციაც
შემდეგი სტატიატრამპი: ირანთან შეთანხმების შემთხვევაში ბირთვული პროგრამის 20 წლით შეჩერებას დავთანხმდებოდი