ზურაბიშვილი: “EU-ს ინტერესშიც შედის, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს და ამ წუთებში სიტყვით გამოდის პანელზე “უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი.”

ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს უსაფრთხოება EU-ს ინტერესშიც შედის, რათა რუსეთი არ გახდეს ექსკლუზიური ძალა შავ ზღვის აუზში. პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ის, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, ფაქტობრივად, გაცხადებული იყო 2007 წელს.

“​ერთი სიტყვით ეს არის აუცილებლობა. უსაფრთხოება, აუცილებლობა. ერთადერთი პერსპექტივა ქვეყნებისთვის, რომლებიც ცივილიზაციის მიხედვით იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს. დღეს შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ამ უსაფრთხოების აუცილებლობა არის ის, რასაც ამავდროულად ევროკავშირმაც უნდა იგრძნოს. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა დღევანდელი ომი უკრაინაში, ევროკავშირში რომ ყოფილიყო. ევროკავშირში რომ არ იყოს პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი, ბულგარეთი. ასე რომ, ადრინდელმა გაფართოებამ უზრუნველყო ფაქტობრივად დამატებითი უსაფრთხოება მთელი ევროკავშირისთვის და შემდეგი გაფართოება, ჩვენი გაფართოება იქნება უსაფრთხოების დამატებითი ღირებულება ევროკავშირისთვის და ჩვენთვის. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები. ჩვენ გვაქვს საერთო უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საკმარისად არ ვსაუბრობთ და ეს არის შავი ზღვა. რასაც აკეთებს ახლა რუსეთი, არის ის, რაც მან 2007 წელს გამოაცხადა – ის, რომ არ დაუშვებდა დასავლეთის შავ ზღვაში შეღწევას. რაც 2007 წლის შემდეგ მოხდა: საქართველოში 2008 წელს, შემდეგ ყირიმში და შემდეგ ომი უკრაინაში. ასე რომ, მან გამოაცხადა რის გაკეთებას აპირებდა და აკეთებს კიდეც. ასე რომ, ვფიქრობ, ევროკავშირის და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპასთან ჩვენი კავშირის უდიდეს ინტერესშია, რომ რუსეთი ექსკლუზიური ძალა არ იყოს შავ ზღვაში, რასაც ის ცდილობს და ეს მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია მომავალი კომუნიკაციებისთვის, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო წლებში და ათწლეულებში ტრანსპორტისა და ენერგეტიკის უსაფრთხოებისთვის, ჩვენ ეს თავიდან უნდა ავიცილოთ,” – ამბობს ზურაბიშვილი

banner
წინა სტატიაშილანდსბერგისი: მახსოვს ფრაზა, რასაც სულ ვიმეორებდით – ლიეტუვა კი არ უერთდება, უბრუნდება EU-ს
შემდეგი სტატიარუსეთისთვის გზავნილი ძალიან მკაფიოა: უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი