11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

ზურაბიშვილი: ეს ჰიბრიდული სტრატეგია, ეს ჰიბრიდული აგრესია, რომელშიც საქართველო დღეს ცხოვრობს, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რუსეთთან საერთო საზღვრების გარეშეც

ეს ჰიბრიდული სტრატეგია, ეს ჰიბრიდული აგრესია, რომელშიც საქართველო დღეს ცხოვრობს, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რუსეთთან საერთო საზღვრების გარეშეც, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Global Europe ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს, ეს ჰიბრიდული სტრატეგია, ეს ჰიბრიდული აგრესია, რომელშიც საქართველო დღეს ცხოვრობს, ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს, რუსეთთან საერთო საზღვრების გარეშეც. რუსეთი თქვენ გცდით, როდესაც საქართველოს ცდის. და ამაზე რეაგირება უპირველეს ყოვლისა ამ ჰიბრიდული საფრთხეების ადრე ამოცნობას ნიშნავს, სანამ ძირის გამოთხრა შეუქცევადი არ გახდება. საარჩევნო სამართლიანობა, მედია პლურალიზმი და კანონის უზენაესობა უსაფრთხოების იმპერატივები ხდებიან.

საარჩევნო მანიპულაციებისა და პროპაგანდის ყველა ეს შემთხვევები შესწავლილ უნდა იქნას და პროაქტიულად მოხდეს მათი შერბილება და აღკვეთა. ეს ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ნიშნავს. არა მხოლოდ განცხადებებით, რომ ევროპა აღარ აღიარებს საქართველოს რეჟიმს, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას, და რომ დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი თავის დაცვაში. ეს განცხადებებია, მაგრამ რეალობა მანდ არ არის.

ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ან სხვა ქვეყნებისთვის ჩვენება, რომ როდესაც დემოკრატია საფრთხეშია – არის ქმედებები და არა მხოლოდ განცხადებები. და ამაში უნდა დავინახოთ სოლიდარობა და ქმედება. საქართველოს ბრძოლა პერიფერიული არ არის ევროპის მომავლისთვის – ის გაფრთხილებაა. და თუ ევროპის საზღვრებთან დემოკრატიული უკუსვლის ნორმალიზება შეიძლება რუსეთისთვის რაიმე ფასის გარეშე, მაშინ მისი განმეორება შეიძლება ევროპის საზღვრებში”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი – ირანელო დემონსტრანტებო, გააგრძელეთ პროტესტი – აიღეთ თქვენი ინსტიტუტები! დახმარება გზაში
შემდეგი სტატიამე ვამბობ, გავხადოთ ირანი კვლავ დიდებული! იცით, ეს იყო დიადი ქვეყანა, სანამ ეს მონსტრები მოვიდოდნენ და მას ხელში ჩაიგდებდნენ”