ზურაბიშვილი: ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ დღევანდელი დღე მომავალი თაობისთვის დასამახსოვრებელი იქნება და დღეს, საქართველო და მისი მომავალი გამარჯვებულია.

“დღევანდელი დღე მომავალი თაობისთვის დასამახსოვრებელი იქნება. ჩემი შვილიშვილი, გაბრიელი დღეს დაიბადა. ალბათ, ყველაფერი ნიშანია. ნიშანი იმისა, რომ მოდის ახალი მომავალი, ახალი საქართველო. დღეს საქართველო, რომელიც ჩემს წინაშე დგას არის თავისუფალი, აქ ძალდატანებით, მუქარით მოსული არავინ არის”, – აღნიშნა პრეზიდეტნმა.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თავისუფლებასა და მშვიდობაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებს, მაია სანდუსა და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მათ გამარჯვება უსურვა.

“დღეს აქ შეკრებილი საზოგადეობა ღირსეულად შედის ევროკავშირში. მინდა აქედან მაია სანდუს მივმართო. მაია – დღეს იმედი მაქვს იქნება შენი და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვების დღე. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. ასევე მივმართავ ვოლოდიმირ ზელენსკის და მინდა ვუთხრა, რომ ვიცით, რომ ჩვენთვის იბრძვი. გვჯერა გაიმარჯვებ და ერთად შევალთ ევროპაში. მინდა მივმართო ევროპელ თუ ამერიკელ პარტნიორებს. ჩვენ ვიქნებით ისეთი მოკავშირე, რომელიც არც კი დაგესიზმებათ. ყველაფერი ნათელი, აქ გამარჯვებული საქართველო დგას”, – თქვა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიროთი: ქართველები ისევ ისტორიას წერენ, თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია
შემდეგი სტატია(video) პროვოკატორები, რომლებიც ოცნების მილიონერი დეპუტატის სასტუმროდან პრეზიდენტს ლაზერს ანათებდნენ, სახეს პლედით იფარავენ