ზურაბიშვილი: ჩემი როლი დამთავრდება, როცა ეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და პარლამენტი აირჩევს, თუ არ შეიცვალა ფორმა არჩევნების, აირჩევს ახალ პრეზიდენტს და მას სიამოვნებით და დიდი პატივისცემით გადავცემ ამ როლს

“ჩემი როლი დამთავრდება მაშინ, როცა ჩატარდება სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “TV პირველისა” და “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ თუ საპარლამენტო არჩევნები გაყალბებული იყო, მაშინ პარლამენტი არის არალეგიტიმური და შესაბამისად პრეზიდენტის არჩევაც ვერ იქნება ლეგიტიმური.

მისი თქმით, მას ამ წუთას არანაირი უფლებამოსილება, ბერკეტი არ აქვს, აქვს სიტყვა, მცდელობა და შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველო არ დაავიწყოს.

თუ [საპარლამენტო არჩევნები] იყო გაყალბებული და ჩვენ ასე ვთვლით, ე.ი. პარლამენტი იყო არალეგიტიმური და მისი გადაწყვეტილებები ვერ იქნება ლეგიტიმური, მათ შორის პრეზიდენტის არჩევა. ჩემი ლეგიტიმურობა არის მხოლოდ ინსტიტუტის ლეგიტიმურობა, არა ჩემი პერსონალური. მე არ ვპოზიციონიერებ, არ ვამბობ, რომ მე ვარ ლეგიტიმური პრეზიდენტი…

ველოდებით [ვადამდელ] საპარლამენტო არჩევნებს, ამ დღეს ველოდებით და ეს დროც მოვა აუცილებლად. ჩემი როლი დამთავრდება, როცა ეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და პარლამენტი აირჩევს, თუ არ შეიცვალა ფორმა არჩევნების, აირჩევს ახალ პრეზიდენტს და მას სიამოვნებით და დიდი პატივისცემით გადავცემ ამ როლს.

არ არის ორი უფლებამოსილი პირი, რომელიც ერთმანეთთან კონკურენციაში არის. მე არანაირი უფლებამოსილება, ბერკეტი არ მაქვს დღეს და არც გუშინ არ მქონდა. ერთადერთი ბერკეტი, რაც მაქვს, არის სიტყვა, მცდელობა, რომ ერთობა შევინარჩუნოთ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სივრცეში და რომ საზღვარგარეთ გავიტანო მოთხოვნა, რომ საქართველო არსებობს, საქართველო არ დავავიწყოთ ჩვენს პარტნიორებს, იმიტომ, რომ ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენ გადაგვიყვანონ სრულ იზოლაციაში,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობისთვის საფასურს გადაიხდის
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: მზადდება ბევრად უფრო საფრთხის მომცველი თემა პროპაგანდის, რაც არის ნეიტრალიტეტი