20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ზურაბიშვილი: ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიისა და სახელმწიფოს მიტაცება მოხდა – ან თავი უნდა გადავარჩინოთ, ან დიქტატურას დავემორჩილოთ

საქართველოს მეხუთე  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოსლოს თავისუფლების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება უმძიმესად შეაფასა. მისი თქმით, საქართველო დემოკრატიის შუქურიდან დიქტატურის საფრთხის წინაშე მყოფ სახელმწიფოდ იქცა.

„დღეს ალბათ ყველაზე რთულ პერიოდს გავდივართ. გუშინ საქართველო დემოკრატიის შუქურა და ევროინტეგრაციის საკითხებში ლიდერი იყო. რეფორმებისა და ტრანსფორმაციის მოდელი იყო. 2008 წელს რუსეთის აგრესიის მიუხედავად, მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, მან სუვერენიტეტის შენარჩუნება შეძლო.

მაგრამ ძალიან სწრაფად, ის, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, დემოკრატიისა და სახელმწიფოს მიტაცებაა. ეს მოსახლეობის გაუცხოება და დამორჩილებაა. ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ, ან დიქტატურას დავემორჩილოთ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან ჟორჟოლიანი – “ჩენდლერის ინსტიტუტის” კვლევით, ყველა მიმართულებით გვქონდა მნიშვნელოვანი შედეგები
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი: საქართველო იმ მონეტის მეორე მხარეა, რომლის ერთ მხარესაც უკრაინა იარაღით იბრძვის