21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

ზურაბიშვილი: ბერა და ცოტნე ახალგაზრდებთან კომუნიკაციის მცდელობაა

„ეს რეჟიმების კლასიკური დასასრულის ფორმაა, როდესაც შიგნით ნდობა აღარ არსებობს“, – აცხადებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამის მაგალითად ის გრიგოლ ლილუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევებს ასახელებს. მისი თქმით, ორივე მათგანი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

ზურაბიშვილის შეფასებით, ივანიშვილს ახალი კადრების დეფიციტი აქვს, რის გამოც წინა პლანზე ბერა და ცოტნე ივანიშვილები წამოსწია, რომლებიც, მისი თქმით, ახალგაზრდებთან კომუნიკაციას ცდილობენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით, პარტიის შიგნით სრული დაბნეულობაა, რადგან, მისი სიტყვებით, „არავინ იცის, როდის გაჩერდება მათ წინ აქლემი და დაიჩოქებს“.

„ლილუაშვილს ეჭირა მათი საინფორმაციო ველი, ქვეყანა. თუ ვინმე იყო ამ რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, სწორედ ის იყო. ღარიბაშვილზე ამას ვერ ვიტყვი ის ივანიშვილისთვის სხვა კუთხით იყო მნიშვნელოვანი, როგორც ახლო და ნდობით აღჭურვილი პირი. ეს არის რეჟიმების კლასიკური დასასრულის ფორმა, როდესაც შიგნით ნდობა აღარ არსებობს.

ახლა რას აკეთებს ბიძინა? ახალი ხომ აღარავინ ჰყავს  დარჩნენ ბერა და ცოტნე. პარტიის შიგნით სრული დაბნეულობაა. არავინ იცის, როდის გაჩერდება მის წინ აქლემი და დაიჩოქებს. სწორედ ბერასა და ცოტნეს მეშვეობით ცდილობენ, ვითომ, ახალგაზრდებთან საუბარს. თუმცა იციან, რომ ახალგაზრდებში არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. საზოგადოებაშიც მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არის შერყეული. ერთადერთი იმედი იყო ვლადი, მაგრამ მისი საქმეც ცუდადაა.

ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს მათი ბოლო ნაბიჯებია, რომელთა გამოსწორებაც ვეღარ შეუძლიათ, რადგან შესაბამისი ბერკეტები მათ ხელში აღარ არის. ერთადერთი, რაც შესაძლოა სცადონ, არჩევნების დანიშვნაა  თუ დარწმუნდებიან, რომ ამის ჩატარება დღეს უფრო აწყობთ, ვიდრე ხვალ“, — განაცხადა ზურაბიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: მე მაინც მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციას არ შეგვიწყვეტენ
შემდეგი სტატიატაიფუნ „მეხალას“ მოახლოების გამო იაპონიაში ორი მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა