ზურაბიშვილი არის სიმბოლო იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასობრივი ზეწოლით, მოსყიდვით – დავით ბაქრაძე

სალომე ზურაბიშვილი გახდა სიმბოლო არჩევნების, როდესაც არჩეულ პირს არ აქვს ხალხის მანდატი – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც პარტიამ სალომე ზურაბიშვილს ბოიკოტი გამოუცხადა და პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.

ბაქრაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის გაყალბებული არჩევნების სიმბოლო. იმ არჩევნების,რომელიც ამომრჩეველზე მასობრივი ზეწოლისა და მოსყიდვით ჩატარდა.

“სალომე ზურაბიშვილი არის სიმბოლო გაყალბებული არჩევნების. სიმბოლო იმ არჩევნების, რომელიც ჩატარდა ამომრჩეველზე მასიური ზეწოლით, ამომრჩევლის მასიური მოსყიდვით, რომელიც ჩატარდა კრიმინალური და ქუჩის ელემენტების ჩართულობით, არის სიმბოლო იმ არჩევნებისა, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა სიძულვილის და პოლიტიკური ოპონენტების მიუღებლობა. არავინ დღემდე არ დასჯილა ძალადობის მოსყიდვის და სხვა დარღვევების გამო, არავინ პასუხს არ აგებს, იმ უმძიმესი დასკვნების გამო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს საქართველოსთან დაკავშირებით. არავინ დღემდე პასუხს არ აგებს იმ ზიანის გამო, რომელიც უცხოეთში და ქვეყნის შიგნით მიადგა ქართულ დემოკრატიას და საქართველოს იმიჯს. სწორედ ამიტომ ევროპული საქართველო იყენებს ბოიკოტის უფლებას და არ ვაპირებთ პროტესტის ნიშნად დავესწროთ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსთვის ევროკავშირში უპრეცედენტო პერსპექტივა იხსნება – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიასაქართველო არ შეეგუება ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებსა და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობის პოლიტიკის ნაწილია