18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა  Facebook live-ში ისაუბრა, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობს. 

“მე საფრანგეთის მოქალაქეობა დავტოვე, უარი ვთქვი როცა გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. რაც სხვათა შორის არ გაუკეთებია არც პრემიერობის დროს და არც ახლა, შეიძლება ფრანგები წაართმევენ, მაგრამ თვითონ ივანიშვილს არ დაუტოვებია საფრანგეთის მოქალაქეობა. ასე რომ არ ვიცი რომელი სამშობლოს შვილია. არც მინდა ამაზე პასუხი,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

banner
წინა სტატიაში“ევრონიუსი” – სი ძინპინმა პუტინს უთხრა, რომ ომის შეჩერება უკიდურესად მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთში, თუმცა არა უკრაინაში
შემდეგი სტატია“არ შეიძლება რუსთაველი დავთმოთ, 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს” — სალომე ზურაბიშვილი