“არა ეს რააც უცხო კუნძული არაა, ანაკლია. ამის მოვლა აუცილებელია! გაპარტახებული კურორტი ე.წ. საზღვართან. ესეც ნიშანია თუ როგორ უყურებს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებს და რა პოლიტიკას ატარებს. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გამყოფ ხაზთან მოვლილი, განვითარებული, ცოცხალი კურორტს გააშენებდნენ. და არა მხოლოდ განმუხურს და ანაკლიას ეხება ეს. ზუგდიდსაც არაფერი ეტყობა მოვლისა და განვითარების. პატრონი არ ჰყავს ერთერთ ჩვენ სტრატეგიულ რეგიონს! არც ახალი ინვესტიციები, არც ხედვა, არც სტრატეგია. ეს უფრო იმას გაფიქრებინებს , რომ ვიღაც უფრო ზრუნავს რუსების არ გაღიზიანებაზე, ვიდრე საკუთარი ხალხის განვითარებაზე,-წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.