ზურაბიშვილი ამბობდა, რომ დიდ ყურადღებას დაუთმობდა რეგიონებს, აქედან გამომდინარე არის შერჩეული თელავი ინაუგურაციის ადგილად

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში შედგება.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილი საკუთარი პირობის შესრულებას, რომ რეგიონების განვითარებას დიდ ყურადღებას დაუთმობდა, ინაუგურაციის ადგილის შერჩევით იწყებს.

„რეგიონების განვითარებას, ჩართულობას ქვეყნის ცხოვრებაში ის როგორც პრეზიდენტი დიდ ყურადღებას დაუთმობდა, მე ვფიქრობ სწორედ აქედან არის არჩეული კახეთი, თელავი, რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია“-ამბობს ქადაგიშვილი.

თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი ამბობს,რომ ერეკლე მეფის სასახლე მზად არის ჩატარდეს ინაუგურაცია.

მისი თქმით, ორი თვის წინ ორგანიზატორები ორი დღის წინ იყვნენ თელავში ჩასული დაათვალიერეს ეზო და ამის შემდეგ ურჩუხიშვილის თქმით, მას აღარავინ დაhკავშირებია.

ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ ინაუგურაციის ცერემონიალი კახეთში, თელავში გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„ეს არის მოქალაქის მოთხოვნა, რომელსაც მაპატიეთ და ყელში ამოუვიდა სიღარიბეში ცხოვრება”
შემდეგი სტატია“ეს შოუ სადაც უნდათ იქ ჩაატარონ“ – ვაშაძე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე საუბრობს