ზურაბიშვილი: 28 ნოემბერს თავისუფლება, ეროვნული იდენტობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ!

ამ ჩამონათვლიდან თუნდაც ერთს თუ ეთანხმებით, 28 ნოემბერს ქვეყნის სადარაჯოზე დადგებით, რამეთუ დღეს საოკუპაციო ხაზი რუსთაველზე გადის:

– არ ვეგუებით პრემიერის ანტი-ევროპულ გადაწყვეტილებას და ქვეყნის მიზანმიმართულ იზოლაციას, რუსეთისკენ მიბრუნებას!

– არ ვეგუებით სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების უსამართლო განაჩენებს, მათ დატუსაღებას!

– არ ვეგუებით არცერთ რუსულ კანონს და რუსულ მოდელზე აგებულ რეპრესიულ რეჟიმს, მისი დამონებული მსახურების კორუფციულ სკანდალებს და ქვეყნის ძარცვას!

– ვგმობთ ადამიანებზე ძალადობას-ფიზიკურს, მორალურს თუ ფინანსურს!

– ვგმობთ ანტი-ეროვნულ ანტი-კულტურულ პოლიტიკას, ეფექტური დაცვის ნაცვლად ძეგლების განადგურებას.

– ვგმობთ განათლების ეგრედწოდებულ რეფორმას, ევროპულ საგანმათლებელო სივრცისგან ჩვენს ჩამოშორებასა და ქართველი სტუდენტებისთვის ევროპული უნივერსიტეტების გზის გადაკეტვას.

– ვგმობთ ქვეყნის განვითარების შეჩერებას, რაც პარტნიორების ინვესტიციებისა და დახმარების პროგრამების შეჩერებითაა გამოწვეული.

– ვგმობთ ჩვენი ემიგრანტების მიმართ ახლად მიღებულ დისკრიმინაციულ, უსამართლო და უგონო გადაწყვეტილებას, რომელიც მათთან კავშირს აზიანებს და ქვეყანას ვნებს.

– ვგმობთ ეკოლოგიის, ბუნების, რეკრეაციული ზონების განადგურებას უხარისხო, დაუგეგმავი მშენებლობებისა და კორუპციული სქემების სასარგებლოდ!

– ვგმობთ, რუსეთის ინტერესებზე აგებულ და მოსკოვის კარნახით მმართული რეჟიმის ყველა ანტი-ეროვნულ ქმედებას. პირველ რიგში, ნეიტრალიტეტის თემის წამოსაწევად წამოწყებულ კამპანიას!

28 ნოემბერს თავისუფლება, სამართალი, ერთობა, ეროვნული იდენტობა, ნამდვილი მშვიდობა და დამოუკიდებლობა დავიცვათ! მომავალი ჩვენია!,-წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ოკუპაციის მძიმე შედეგებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი-ვუერთდები ჩემი სულიერი შვილების კანონიერ მოთხოვნას, რომ არ იქნას მიღებული ეს საკანონმდებლო ცვლილება და შენარჩუნდეს ხმის მიცემის დღემდე არსებული წესი