ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტი ლევან ჩაჩუა სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

ექსპერტი ლევან ჩაჩუა მეორე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა. საქალაქო სასამართლოს შემდეგ ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტი უდანაშაულოდ სააპელაციო სასამართლომ სცნო. ლევან ჩაჩუა აცხადებს, რომ გამამართლებელ განაჩენს ელოდა.

მას პროკურატურა სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებდა. მათი მტკიცებით, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზა არაჯეროვნად ჩაატარა.

ბრალდების მტკიცებულებები ორივე ინსტანციამ არასაკმარისად მიიჩნია. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენს ელოდება, რომელსაც უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
შემდეგი სტატიაგერმანული ტელევიზია: გერმანიაში ბინების ძარცვას ქართველი ქურდების მაფია აკონტროლებს